ქურხული ილია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:36, 5 მარტი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქურხული ილია (ილიკო) პეტრეს ძე - (26.III.1885, თბილისი - 24.IX.1954) - მომღერალი, მოხეტიალე მუსიკოსი, მევიოლინე, მესტვირე, მეფანდურე.

სარჩევი

ბიოგრაფია

ჩუღურეთის უბანში იზრდებოდა. ბავშობიდანვე მღეროდა და კარგად უკრავდა ვიოლინოზე, ჩანგზე და პატარა ვენურ გა- რმონზე. მისი ძმები ცნობილი მედოლეები და მეზურნეები იყვნენ. იცოდა ძველ თბილისელ აშუღთა ჰანგები და ქართული ხალხური სიმ- ღერები. დაწყებითი განათლება კერძო პანსი- ონში მიიღო, შემდეგ სასულიერო სემინარიაში გადაიყვანეს, რომელიც არ დაუსრულებია. არც თბილისის საიმპერატორო მუსიკალური სასწავლებელი და მოსკოვის კონსერვატორია დაუმთავრებია. ბოლოს მოხეტიალე მუსიკო- სობას მიჰყო ხელი.

1916 რუსეთის ათზე მეტი ქალაქის მოვლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. აქედან მოყოლებული, დამოუკიდებლობის წლების ჩათვლით, მშობლიურ საგარეჯოში გასართობ წარმოდგენებს მართავდა. თანამშრომლობ- და პრესასთან. მისი ინიციატივით, 1918-1920 წწ-ში სამჯერ გამოვიდა გაზეთი „ჩემი საქმე“ ქართულ და რუსულ ენებზე. ეწეოდა საქვე- ლმოქმედო მოღვაწეობას. ბავშვთა სწავლა-გა- ნათლებისათვის ფულს აგროვებდა და შემოწი- რულობებს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან არსებულ ქალთა კომიტეტს უგზავნიდა. ნ. სულხანიშვილის მიერ ნოტებზე გადატანილი მესტვირული მელოდიების გაცნობის შემდეგ, რაჭაში იმოგზაურა, გუდასტვირზე დაკვრა ისწავლა და პოპულარიზაცია გაუწია საკრავს. იმოგზაურა სვანეთშიც. ჩანგის გაუმჯობესე- ბისათვის სახალხო მუსიკოსის წოდება მიენი- ჭა.

1921 წ-დან ბულგარეთში წავიდა და იქ ოთხი წლის განმავლობაში დარჩა. სიმღერი- თა და დაკვრით 600-მდე ქალაქი და სოფე- ლი, 3000-მდე სკოლა და უთვალავი ეზო-ქუჩა შემოიარა. ბულგარეთში მის შესახებ 660-ზე მეტი სტატია დაიბეჭდა დადებითი რეცენზი- ით. ექვსი წლის განმავლობაში მოგზაურობდა ევროპის ქალაქებში და ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციას ეწეოდა. ერთხანს პარიზშიც ცხოვრობდა. 1927 სამშობლოში და- ბრუნდა და ფანდურით, გუდასტვირითა და ჩა- ნგით საქართველოს სხვადსხვა კუთხეში იმოგ- ზაურა. 1930 გამოაქვეყნა წიგნი „მუსიკა ბავ- შვებისთვის“. 1932 დაამზადებინა სპეციალური მუსიკალური ვაგონი - კლუბი „საგულთენო“ , რომლითაც 1941 მოსკოვში გაემგზავრა. შე- მდეგ საქართველოში დაბრუნდა და 1953 წ-მდე აგრძელებდა მოღვაწეობას.

ზურაბ ლეჟავა

ლიტერატურა

  • ა. ბარნოვი, ძველი თბილისის მუსიკოსები, 1974;
  • რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, კულტურის სამინისტრო, თბ., 2015;
  • ა. ღვინიაშვილი, მოხეტიალე მუსიკოსი, 1959.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ილიკო ქურხული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები