ანდრონიკაშვილი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ანდრონიკაშვილი

ანდრონიკაშვილი ალექსანდრე სიმონის ძე (7.X. 1871 - 21.V.1923) - გენერალი.

1891 დაამთავრა მე-2 სამხედრო სასწავლებელი. პოდპორუჩიკად გაიგზავნა ყარსის ციხის საარტილერიო ნაწილში (1891). შემდეგ მსახურობდა კავკასიის საალყო საარტილერიო ნაწილში. პორუჩიკი (1894) შტაბსკაპიტანი (1898). 1903წელს პირველი თანრიგით დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია. მსახურობდა მე-13 ლეიბ-გვარდიის ერევნის პოლკში (1906-1907). 1907-1908 წლებში უსურიის საკავალერიო ბრიგადის უფროსი ადიუტანტია. 1908-1909 წლებში - ომსკის სამხედრო ოლქის დავალებათა უფროსი ოფიცერი. 1909-1912 წლებში იყო 36-ე დივიზიის შტაბის უფროსი ადიუტანტი. 1912-1914 წლებში კითხულობდა ლექციებს ალექსანდრეს სამხედრო სასწავლებელში. პოდპოლკოვნიკი (1912), პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1914 მე-11 არმიის შტაბის დავალებათა ოფიცერი. პოლკოვნიკი (1914), 75-ე ქვეითთა დივიზიისშტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (1914-1916). 1916 დაინიშნა 298-ე ქვეითთა პოლკის უფროსის მოადგილედ. 1917 წლის თებერვლიდან 177-ე ქვეითთა დივიზიის შტაბის უფროსია, ხოლო ივნისიდან - XX საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი. გენერალ-მაიორი (21.11.1917).

დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლებით. დაჯილდოებული იყო იარაღით.

1918-1921 წლეში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 1918 წლის შემოდგომიდან 1919 წლის ზაფხულამდე, მათ შორის სომხეთთან ომის დროს, იყო გენერალური შტაბის უფროსი. 1920 დაინიშნა სამხედრო სკოლის უფროსად. 1921 თბილისის დაცვისათვის მიმდინარე ბრძოლების დროს, 19-24 თებერვალს სარდლობდა კოჯორ-ტაბახმელას მიმართულებას. დედაქალაქიდან უკან დახევის დროს დაინიშნა მთავარსარდლის მოადგილედ.

ემიგრაციაში არ წასულა. სამხედრო სამსახური განაგრძო საბჭოთა საქართველოს წითელ ჯარში. იყო ანტისაბჭოთა აჯანყების მოსამზდებელი „სამხედრო ცენტრის“ ერთ- ერთი ხელმძღვანელი. სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დახვრიტეს 1923 წლის 21 მაისს, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.

მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

  • Русская армия в Великой войне http://www.grwar. ru;
  • М. Гогитидзе, Военная элита кавказа. т. I. 2007;
  • ა. ჩაჩხიანი, დაშნაკთა ნაციონალისტურ-ექსპანსიონისტური იდეოლოგია და სომხეთ-საქართველოს 1918-1919 წლების ომი. თბ., 2007

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები