ფეშტემალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფეშტემალი


ფეშტემალი - სასწრაფო - აჭარელი ქალის წინსაფარი. მასალად იყენებდნენ როგორც შინნამზად, ასევე ფაბრიკულ ქსოვილსაც (შავი სატინა) იყენებდნენ. წელს ქვემოთ დაშვებულ ერთ კალთას, წელთან სამაგრად სარტყელი - „ბაღი“ ჰქონდა მოკერებული. წინსაფარს მუდამ ატარებდნენ, მის გარეშე გარეთ გასვლაც კი სირცხვილი იყო. ფეშტემალი საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც იყო გავრცელებული, მაგრამ აჭარული სიგრძითა და სიფართით განსხვავდებოდა. იგი კაბის ქვედა ნაწილს მთლიანად ფარავდა. აჭარელთა ყოფაში დასტურდება როგორც საპატარძლო, ასევე სამუშაო ფეშტემალებიც. საპატარძლო ფეშტემალი სილამაზითა და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, სამუშაო კი შედარებით დაბალი ხარისხის ქსოვილისაგან მზადდებოდა და წვრილმანი საგნების გადასატანად იყენებდნენ. იგი ხშირად პირსახოცისა და ხელსახოცის ფუნქციასაც ასრულებდა. ფეშტემალს თურქეთში მცხოვრები მკვიდრი და მუჯაჰირი ქართველი მოსახლეობაც მოიხმარდა.

ლიტერატურა

ი. სამსონია, ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათუმი, 2005. ც.ბ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები