გოგელია ილია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:31, 12 მარტი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გოგელია ილია - (1884, სოფ. სამება, ოზურგეთის მაზრა - ?) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.

დაამთავრა ოთხკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი. მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციის კანტორაში გადამწერად. ადრეული ასაკიდან მუშაობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრაქციის სასარგებლოდ. 1918 სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით შევიდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულ საბჭოში.

სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები