ჯიბლაძე ვლადიმერ
ჯიბლაძე ვლადიმერ გიორგის ძე - (მეტსახელი: ლადო, პეტროვი) (18.I.1879 სოფ. გეზათი -09.II.1938) - ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
თავდაპირველად სასწავლებლად კულაშის სკოლაში შევიდა, შემდეგ სწავლა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში განაგრძო. მუშაობდა რკინიგზის სახელოსნოებში ზეინკლად. იყო რსდმპ-ის წევრი. 1901 რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში მოწყობილი გაფიცვების გამო, ვ. ჯიბლაძე დააპატიმრეს და თბილისიდან გაასახლეს. 1903 წელს პოლიტიკური ბრალდებით დააპატიმრეს და სამი წლით გადასახლება მიუსაჯეს.
1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს (შემდგომში - პარლამენტის) წევრად, ამასთანავე არჩეული იყო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. 1918 წელს იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1919 წელს არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. მონაწილეობას იღებდა საბჭოთა საოკუპაციო ჯარებთან ბრძოლებში.
1921 წლის ოკუპაციის შემდეგ დაბრუნდა თავის სოფელში საცხოვრებლად. იმავე წელს ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის დააპატიმრეს მოგვიანებით კი გადაასახლეს. 1937 დახვრეტა მიუსაჯეს.
- მანუჩარ გუნცაძე
ლიტერატურა
- ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016;
- ვ. გურული, ნოე ჟორდანია: პოლიტიკური პორტრეტი, 1869-1953, თბ., 1999.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი
იხილე აგრეთვე
ლადო ჯიბლაძე საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]