პაჭიჭი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:03, 25 ოქტომბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაჭიჭი

პაჭიჭი - (პაიჭი) - წვივის შესამოსელი, მატყლის ნართისა, ჩხირებით ნაქსოვი (ხევს.). პაჭიჭის ბოლო განიერია, ყელი რეზინიანია. სათავეზე ჩამოქსოვილ რგოლებში შავი დაწნული ძაფის ზონარია გაყრილი.

პაჭიჭი ორნაირი იყო – სადა და დაჭრელებული. პაჭიჭების დაჭრელება ქსოვის პროცესშიც ხდებოდა და მის შემდეგაც, მოქსოვილი პაჭიჭების მოქარგვას „დაშატვა“ ეწოდებოდა.

პაჭიჭის ორნამენტის სახეებია:

  • დაკავკაულა;
  • კეხა;
  • ხატის ხატნი
წყარო

ლ. ბოჭორიშვილი, ხევსურული ტალავარი, მსე, ტ. VIII, 1956. ც. ბეზარაშვილი, ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, 1974. ც.ბ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები