დემიდოვი ვასილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:47, 18 მარტი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დემიდოვი ვასილ ალექსანდრეს ძე (?-?) - იურისტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი 1907 წლიდან.
1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია, მუშაობდა სენატის სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტში. სენატმა მას დააკისრა ქუთაისის სასამართლო დაწესებულებების რევიზია.
სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია.
- ბექა ქანთარია
ლიტერატურა
ბ. ქანთარია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სათავეებთან (1919-1921), თბ., 2004.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი