ყიფშიძე ზაქარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაქარია ყიფშიძე

ყიფშიძე ზაქარია თევდორეს ძე (22.III.1873 - 1943) - გენერალი.

სარჩევი

განვლილი ცხოვრების მთავარი ეტაპები

დაამთავრა მოსკოვის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი. პოდპორუჩიკი (1894). პორუჩიკი (1898). შტაბსკაპიტანი (1902). კაპიტანი (1906). დაამთავრა საინტენდანტო კურსები პირველი თანრიგით. პოდპოლკოვნიკი (1911). კავკასიის მსროლელთა I ბრიგადის ინტენდანტი. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. კავკასიის მსროლელთა I დივიზიის ინტენდანტი. პოლკოვნიკი (1915, წარჩინებისთვის).

ჯილდოები

დაჯილდოებული იყო ორდენებით:

  • წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი,
  • წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი,
  • წმ. ანას მე-3 ხარისხის ორდენი,
  • წმ. ანას მე-2 ხარისხის ორდენი.

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. გენერალი (1920). იყო გენერალური შტაბის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი. 1921 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან.

მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

მ. გოგიტიძე, გ. ბეჟიტაშვილი, სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015; Русская армия в Великой войне http://www.grwar.ru/; М. Гогитидзе, Военная элита Кавказа, т. 1, 2007.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები