ჩხეიძე დავით ანდუყაფარის ძე
ჩხეიძე დავით ანდუყაფარის ძე- დავით ანდუყაფარის ძე თურდოსპირელი (ნამდვილი გვარი ჩხეიძე) (დ. - 1888, სოფ. ვარდისუბანი - გ. - 23.XII.1948, თბილისი)
სარჩევი |
ბიოგრაფია
სწავლობდა თბილისის ვაჟთა მეორე ტექნიკუმში. სწავლის პერიოდშივე ჩაება სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის მუშაობაში. სწორედ პოლიტიკური საბაბით რამდენიმეჯერ დააკავეს. 1906 წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი გახდა. 1911 წელს შევიდა კიევის უნივერსიტეტში ისტორიულ-ფილოლოგიური განხრით. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო პედაგოგად. კიევში, სხვა ქართველებთან ერთად, გამოსცემდა ჟურნალ „Заря“-ს. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. 1922 დაიჭირეს და ჩეკამ მიუსაჯა პატიმრობა მასობრივ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო. გათავისუფლების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1948 ჯილდოც მიიღო განათლების სფეროში მოღვაწეობისთვის.
- მანუჩარ გუნცაძე
ლიტერატურა
ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი