მიმდებარე ზონა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:03, 27 მაისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მიმდებარე ზონა - ტერიტორიული წყლების გარე საზღვრის მომიჯნავე ღია ზღვის რაიონი, რომელსაც ზღვისპირა სახელმწიფო აწესებს უცხოეთის გემებისთვის სპეციალურ არეში წესების დაცვის კონტროლის განსახორციელებლად. ზღვისპირა სახელმწიფოს სუვერენიტეტი მიმდებარე ზონაზე არ ვრცელდება; მისი ზღვრული სიგანე განსაზღვრულია გაეროს 1982 წლის საზღვაო სამართლის კონცეფციით და შეადგენს 24 საზღვაო მილს, რომელიც იზომება ტერიტორიული წყლების სიგანის საანგარიშო საწყისი ხაზებისგან.