გინორჩქილაფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:54, 30 მაისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გინორჩქილაფა (მეგრ.) – მკითხაობის ერთ-ერთი მეგრული წესი, რომელსაც ელიობის წინა დღეს, ჭეჭეთობა ღამეს მიმართავდნენ. რამდენიმე ქალი და მამაკაცი ღამით მალულად მაღლობ ადგილზე დასხდებოდნენ; განაბულნი და სმენად ქცეულნი სოფელს მიაყურადებდნენ: სწამდათ, იმ ოჯახში, საიდანაც შეშის ჭრის ხმა მოესმოდათ, წლის განმავლობაში აუცილებლად მამაკაცი მოკვდებოდა, ღომის ცეხვის ხმაზე კი – ქალი.


ლიტერატურა

ს. მაკალათია. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია. თბ., 1941, გვ. 318.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები