დედათტირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:06, 30 მაისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დედათტირება – მიცვალებულის გლოვასთან დაკავშირებული თუშური წესი – წლითავის გადახდამდე ყოველი თვის პირველ დღეს თითოეული კომლიდან მოწვეულ ქალებთან ერთად მიცვალებულის დატირება და მისი სულის შენდობით მოხსენიება. ოჯახის დიასახლისი საამდღისოდ აუცილებლად ფაფას ხარშავდა.
ლიტერატურა
ს. მაკალათია. თუშეთი. თბ., 1983, გვ. 180.