ნუგო (კაკლის ჯიში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:06, 30 მაისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნუგო კაკლის სელექციური ჯიში
წარმოშობა: აღმოსავლეთ საქართველო, ქართლის რეგიონი.
პოლმოლოგიური დახასიათება: ხე სუსტი ზრდით და კომპაქტური ვარჯით ხასიათდება. 6 წლიანი მცენარის მოსავალი 5,5-6,0 კგ-ია. მსხმოიარობის ტიპი ლატერალურია. მწიფდება სექტემბრის მეორე ნახევრიდან. ნაყოფი საშუალო ზომისაა, წონა 11,8გრ. ნაჭუჭი თხელია, ადვილად იმტვრევა, გულის გამოსავლიანობა 54,5%-ია, ცხიმიანობა 67,9%.
წყარო
ჟურნალი „აგრო ბაზისი“; 2016, №5. სტატია: „კაკალი – გამრავლება, გაშენება, მოვლა“; ავტორი: ნუგზარ შენგელია.