სტრესი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:48, 31 მაისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტრესი - (stress), დღემდე აღნიშნული ტერმინი უცვლელად იხმარება იმ შემთხვევებში, როცა სახეზეა: მაღალი ინტენსივობის ავერსიული გამღიზიანებლები და მათზე ფიზიოლოგიური, ქცევითი და სუბიექტური რეაქციები; კონტექსტი, რომელშიც ინდივიდი სტრესოგენულ სტიმულს ეჯახება; ან ყველა ზემოაღნიშნულის ერთობლიობა. ამგვარად, ტერმინის მნიშვნელობა ძალზე ფართოა, ამიტომ მისი ხშირი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.