ამნეზიური სინდრომი
ამნეზიური სინდრომი - ამნეზია არის მეხსიერების დაკარგვა, ხოლო ამნეზიური სინდრომები ან ამნეზიური დაავადებები ისეთი მდგომარეობებია, როდესაც აღინიშნება მეხსიერების სპეციფიკური და პერსისტენტული დარღვევები (იხ.ცხრილი). DSM-IV-ში ამნეზიური სინდრომი განმარტებულია, როგორც ეპიზოდური მეხსიერების სპეციფიკური დარღვევა, რომლის დროსაც აღინიშნება ახალი მასალის დასწავლის გაძნელება (ანტეროგრადული ამნეზია) და ძველი მოვლენების გახსენების უუნარობა (რეტროგრადული ამნეზია). ამას თან ახლავს სოციალური და ოკუპაციური ფუნქციონირების გაუარესება; ასევე, სახეზეა ზოგადი სამედიცინო პრობლემა, რომელიც კავშირშია მეხსიერების დაქვეითებასთან.
დემენციისგან განსხვავებით, ამნეზიური სინდრომის დროს მეხსიერების დარღვევებს არ ახლავს ინტელექტის ზოგადი გაუარესება. ტერმინი კორსაკოვის სინდრომი, ხშირად შეცდომით იხმარება ამნეზიური სინდრომის სინონიმად, სინამდვილეში კი მის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს (მიმოხილვა იხ. Kopelman, 2000; Berrios and Hodges, 2000).
ამნეზიის მიზეზები
ამნეზიის მიზეზები გარდამავალი გარდამავალი გლობალური ამნეზია გარდამავალი ეპილეფსიური ამნეზია ქალა-ტვინის ტრავმა ალკოჰოლური ამოვარდნები პოსტელექტროშოკური თერაპია პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ფსიქოგენური ფუგა ამნეზია კრიმინალურ დანაშაულზე პერსისტენტული (ამნეზიური სინდრომი) კორსაკოვის სინდრომი ენცეფალიტი უკანა ცერებრული არტერიისა და თალამუსის ინსულტი ქალა-ტვინის ტრავმა