კუვადის სინდრომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:01, 17 ივნისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კუვადის სინდრომი - ამ სინდრომის დროს, ორსული ქალის ქმარი გრძნობს ორსულობისთვის დამახასიათებელ ზოგიერთ სიმპტომს. ეს მდგომარეობა შეიძლება გაჩნდეს ქალის ორსულობის ადრეულ თვეებში. ამ დროს მამაკაცი, ჩვეულებრივ, უჩივის გულისრევას, დილის სისუსტეს და ხშირად - კბილის ტკივილს. ჩივილები, ჩვეულებრივ, ქრება რამდენიმე კვირის შემდეგ.