ბავშვთა დეზინტეგრაციული აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:08, 4 ივლისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბავშვთა დეზინტეგრაციული აშლილობა - ეს აშლილობა ცნობილია ჰელერის (Heller’s) დაავადების სახელით. იწყება 2 ან მეტი წლის მანძილზე ნორმალური განვითარების შემდეგ. ბოლომდე არ არის ნათელი, თუ რამდენად განსხვავდება ეს აშლილობა ბავშვთა აუტიზმისგან. მისთვის, ისევე როგორც აუტიზმისთვის, დამახასიათებელია გამოხატული კოგნიტური დაქვეითება, სოციალური ქცევისა და კომუნიკაციის დარღვევები და არაკეთილსაიმედო გამოსავალი. აუტიზმისგან განსხვავდება მოტორული ფუნქციების დაქვეითებითა და შარდვისა და დეფეკაციის პროცესებზე კონტროლის დაკარგვით. დაავადების პროგრესი შეიძლება შეჩერდეს ან, შესაძლოა, განვითარდეს სხვა მწვავე ნევროლოგიური მდგომარეობები.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები