წიწიბურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:56, 2 სექტემბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წიწიბურა - (Fagópyrum) — მიეკუთვნება ერთწლოვან, იშვიათად მრავალწლოვან მცენარეთა გვარს, მატიტელასებრთა ოჯახს. მისი სამშობლოა შუა და აღმოსავლეთ აზია. სურათზე მოყვანილია წიწიბურას მცენარის დაცალკევებული ორგანოები.

აგროტექნიკის თავისებურებიდან გამომდინარე, ფერმერმა უნდა იცოდეს, რომ წიწიბურა ხასიათდება სწრაფი განვითარებით, პირველი ნამდვილი ფოთლის გამოჩენისთანავე იწყება მთავარი ღეროს დიფერენციაცია და დატოტვა. ღერო ღრუა, იტოტება. სიმაღლით 50-170 სმ. მომწიფებისას წითლდება. ფოთლები გულისებრ-სამკუთხოვანია, ყვავილედიფოთლის უბეში განვითარებული მტევანი. ყვავილები ორსქესიანი, თეთრი, ვარდისფერი. ნაყოფი სამკუთხოვანი კილიანი კაკალია.

წიწიბურა წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს მთიან ზონაში. დღეს წიწიბურაზე მოთხოვნა იზრდება და ფერმერთა შემოსავლების გასაზრდელად საჭიროა მისი წარმოება გაფართოვდეს ქვეყნის სხვადასხვა ზონაში, ჰექტარზე სადაც 1 ტ-დან 2 ტ-მდე შეიძლება მოსავლის მიღება.

წიწიბურას მოსავლის გაზრდას უმოკლეს დროში ხელს უწყობს მისი მოვლა-მოყვანის ინტენსიური ტექნოლოგიების დაცვა ცალკეული ზონების მიხედვით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მეცნიერების თანამედროვე მიღწევები.

კომერციული მიზნებისათვის წარმოებაში წიწიბურას მოსავლის გაზრდის მთავარი რეზერვია მისი ნათესების გაზრდა, როგორც ძირითად, ისე სანათიბო და სანაწვერალო თესვის პირობებში. მოყვანა, როგორც სარწყავში, ისე ურწყავ და შემაღლებულ ადგილებში - კერძოდ ბუნებრივი ტენით უზრუნველყოფილ რაიონებში.

წყარო

წიწიბურას მოყვანის ტექნოლოგია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები