განიერფოთლიანი ჭანჭყატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:27, 30 სექტემბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
განიერფოთლიანი ჭანჭყატი, ტაბლაყურა – (Euonymus latifolius [L.] Mill.); ოჯახი: ჭანჭყატისებრნი (Celastraceae). 1-3 მ სიმაღლის ბუჩქებია, დატოტვილი. ტოტები შიშველია, ცილინდრული, ფოთლები დიდი ზომისაა, ტყავისებური, მუქი მწვანე ქვედა მხარე ღია ფერისაა, ელიფსური ან კვერცხისებური, კიდეები – ხერხკბილა. გვირგვინის ფურცლები მომწვანოა. არილუსი მონარინჯისფროა. ყვ. IV-V; ნაყ. VII-IX. მცენარე გავრცელებულია ტყეებში, ბუჩქნარებსა და ხეობებში, მეტწილად 700 მ-დან 2,300 მ-მდე. გავრცელებულია ტყიან კახეთში, ცნობილია მთელ საქართველოში.