დიდი სვინტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:41, 30 სექტემბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დიდი სვინტრი – (Polygonatum glaberriumum K. Koch); ოჯახი: შროშანისებრნი (Convallariaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლების განლაგება მორიგეობითია. ფოთლები ფართო და ოვალურია, ქვემოდან – ლეგა, შიშველი, ზოგჯერ ქვემო მხრიდან ძარღვების გაყოლებაზე ბეწვით მოფენილი, მოკლეყუნწიანი. ყვავილი თითოა ან ორ-ორი, მოკლეყუნწიანი. გვირგვინი თეთრია. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება მთის ქვედა, შუა და ზედა სარტყლებში ფოთლოვან, მუქწიწვოვან ტყეებში, ბუჩქნარში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.