Campanula hohenackeri fisch
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:37, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
Campanula hohenackeri fisch. & C.A. Mey. - ოჯახი: მაჩიტასებრნი (Campanulaceae). ერთ ან ორწლიანი მცენარეა, სიმაღლე 40 სმ-მდე. უხვად დატოტვილია. დატოტვილია ყვავილედიც. გვირგვინი პატარაა და მკრთალი ცისფერი. სხვა მაჩიტებიდან კარგად განსხვავდება თავისი ჰაბიტუსით. ყვ. ნაყ. VI-VII. იზრდება მშრალ, ღია ფერდობებზე, ბუჩქნარებში. მთისწინეთიდან სუბალპურ სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა ბევრგან არის შესაძლებელი. გავრცელებულია მთელ საქართველოში.