Viola suavis M. Bieb
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:56, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
Viola suavis M. Bieb. – ოჯახი: იისებრნი (Violaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, უღერო, ივითარებს გრძელ, მიწისზედა ყლორტებს; ქვედა ფოთლები მომრგვალო, თირკმლისებურია, შიშველი. უფრო გვიანი ფოთლები მოგრძო-ოვალურია, კიდეზე დაკბილული. თანაფოთლები ლანცეტაა, ფოჩებიანი. გვირგვინის ფურცლები ღია ცისფერია, უსუნო. ყვ. ნაყ. III-IV. მცენარე იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე, ტყეებში, ბუჩქნარებს შორის, ბალახოვან ფერდობებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თელავის მიდამოებში, მდინარე ალაზნის ჭალის ტყეებში. საქართველოში ცნობილია ქართლში.