Knautia montana DC

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:08, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Knautia montana DC.

Knautia montana DC. - ოჯახი: გოქშოსებრნი (Dipsacaceae). ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 150 სმ-მდე, დატოტვილი, ერთი ან მრავალი თავაკით. მცენარე გრძელი ბეწვით არის შებუსული. ფოთლები ხორკლიანი ბეწვით არის დაფარული, ფორმით კვერცხისებური, ნიჩბისებური ან ლანცეტა. ქვედა ფოთლები ყუნწად არის წარზიდული, ზედა ფოთლები – მჯდომარე. ყვავილის ღერძი გრძელია, ყვავილები ღია ყვითელი ან თითქმის თეთრია. ყვ. ნაყ. VI-VIII. მთის შუა და ზედა სარტყლების მცენარეა. იზრდება მაღალ ბალახეულობაში, ბუჩქნარებში, მდელოებზე. მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე. ცნობილია მთელ საქართველოში.





წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები