Muscari pallens (M. Bieb.) Fisch
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:10, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
Muscari pallens (M. Bieb.) Fisch - (Pseudomuscari pallens (M. Bieb.) Garberi); ოჯახი: სუმბულისებრნი (Hyacinthaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. უნაყოფო ყვავილები პატარა ზომისაა, თითქმის მჯდომარე; სანაყოფე ყვავილები მოკლეა და თავდაკიდებული, ყუნწიანი. ყვავილსაფარი მილისებურ-ოვალურია, თეთრი ან ოდნავ ცისფერი. მტევანი მოკლეა და ოვალური, ფოთლები ვიწროა, ხაზურ-ძაფისებური, სიგრძით ღეროსოდენა ან ოდნავ გრძელი, ღარიანი. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება სუბალპურ და ალპურ, იშვიათად – მთის შუა სარტყელში, მდელოებზე, ხალებზე, კლდის ნაპრალებში, კირქვიან გაშიშვლებებსა და ნაზვავებზე. მისი ნახვა შესაძლებელია კახეთის კავკასიონზე.