Listera ovata
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:35, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
Listera ovata [L.] R. Br. – ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). მცენარე 30-60 სმ სიმაღლისაა, ღერო ზედა ნაწილში ჯირკვლოვანი ბუსუსით სქლად არის მოფენილი; ფოთლები მომრგვალო-კვერცხისებურია, მახვილწვერიანი, ყვავილედი გრძელია, მრავალყვავილიანი, მისი ღერძი ჯირკვლოვანი და ბუსუსიანია. ყვავილები მომწვანო-ყვითელია. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება დაბლობზე და მთის ქვედა და შუა სარტყლებში შერეულ-ფოთლოვან ტყეებსა და ბუჩქნარებში, ველობებზე. გვხვდება იშვიათად. კახეთში მისი ნახვა მე საძლებელია მდ. ალაზნის ჭალაში.