ქუდუნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:34, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქუდუნა

ქუდუნა - (Draba bryoides DC.); ოჯახი: ჯვაროსნები (Brassicaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ივითარებს ნახევარსფეროსებურ ბალიშებს. ფოთლები პატარა ზომისაა, როზეტად შეკრებილი, მოგრძო, კიდეებზე წამწამებიანი. საყვავილე ღერძი შიშველია და უფოთლო. ყვავილი 2-6-ია. ჯამის ფოთლები კვერცხისებურია, გვირგვინის ფურცლები – კაშკაშა ყვითელი. ყვ. ნაყ. VI-VII. სუბალპური და ალპური სარტყლების მცენარეა, იზრდება კლდეებზე, მორენებზე მეტ-ნაკლებად ტენიან ადგილებში. მისი ნახვა შესაძლებელია კახეთის კავკასიონზე. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.






წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები