წყლის მრავალძარღვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:48, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წყლის მრავალძარღვა – (Alisma plantago-aquatica L.); ოჯახი: წყლის მრავალძარღვისებრნი (Alismataceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფესვთანური ფოთლები კვერცხისებურია, გულისებურ-კვერცხისებური ან მომრგვალო ძირით. მისი თეთრი ყვავილი ორსქესიანია, პირამიდისებური მოყვანილობის. ყვ. ნაყ. V-IX. კახეთში იზრდება ჭარბტენიან ადგილებში, გუბეების, ჭაობებისა და ტბორების ნაპირებზე. ნახვა შესაძლებელია ბაბანეურის ნაკრძალის ჭალის ტყეში, სოფელ თეთრწყლების მიდამოებში. საქართველოში გავრცელებულია ყველგან – დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე.