ყანის სანთელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:13, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ყანის სანთელა - (Melampyrum arvense L.); ოჯახი: შავწამალასებრნი (Scropulariaceae). 15-50 სმ სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა მცენარე შებუსულია. ღერო სწორად მდგომია, დატოტ ვილი. ფოთლები ლანცეტაა, კიდემთლიანი ან 2-4 კბილით ყვავილედი ცილინდრული თავაკია. თანაყვავილები მოგ რძო-კვერცხისებურია, შეფერილობით – მეწამულ-მოვაო დისფრო ან მოთეთრო, ღრმად დანაკვთული, კიდეებზე წამწამებიანი. გვირგვინი დიდი ზომისაა, მეწამული ფერის. ქვედა ტუჩი ყვითელი ლაქებითაა დაფარული. ყვ. ნაყ. V-VII მცენარე იზრდება ველებზე, ტყის ველობებზე, ნათესებში, ყამირებში. გავრცელებულია თითქმის ყველგან, მთელ საქართველოში.