პატარა თელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:11, 3 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პატარა თელა

პატარა თელა – (Ulmus minor Mill.); ოჯახი: თელისებრნი (Ulmaceae). 25-30 მ-მდე სიმაღლის ხეა, მუქი რუხი ფერის, გლუვი ქერქით. ნორჩი ტოტები მოწითალო-მურა ფერისაა, ნოჩობაში შებუსული, შემდეგ კი – შიშველი. ფოთლები მოყვანილობით კვერცხისებური ან უკუკვერცხისებურია, სიფრიფანა, 12 სმ სიგრძისა და 6 სმ სიგანის, კიდეზე ხერხისებურად დაკბილული, ზემოდან შიშველი ან ხაოიან-წამწამისებურად ბეწვიანი, ღია მწვანე ფერის, ქვედა მხარე უფრო მკრთალი, მეტწილად მოფენილია წითელი წერტილოვანი ჯირკვლებით, ფოთლის ყუნწი გრძელია. ყვავილები მოკლეყუნწიანია, გვერდულ კონებადაა შეკრებილი. ყვ. ნაყ. III– IV. იზრდება მშრალ ადგილებში, მუხნარებში, ტყის პირას, აგრეთვე ჭალების ტერასებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცლებულია თითქმის მთელ საქართველოში. შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი მცენარე.





წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები