ტრიკირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:10, 18 ნოემბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტრიკირი - სამტოტიანი შანდალი, რომელზეც სამი სანთელი ანთია. მღვდელმთავრის მსახურების აუცილებელი ატრიბუტი. ღმრთისმსახურებისას მღვდელმთავარი ერთ ხელში ტრიკირით, მეორეში დიკირით მრევლს უფლის სახელით ლოცავს. ტრიკირი სიმბოლურად ყოვლადწმინდა სამების შეუქმნელ (დაუბადებელ) ნათელს ნიშნავს
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი აქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ.: მერიდიანი, 2011.