ნემეური თამაშები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:18, 9 ნოემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნემეური თამაშები – საერთობერძნული ასპარეზობები, რომელიც არგოლისში (სამხრეთ საბერძნეთი) ტარდებოდა, ნემეას ველზე ზევსის საკურთხეველთან.

მითოსის თანახმად, ამ ზეიმის დაარსება მიეწერება არგოლისის მეფე ადრასტოსს. უფრო გავრცელებული ვერსიით, ზეიმი დააწესა გმირმა ჰერაკლემ მას შემდეგ, რაც ნემეას მძვინვარე ლომი მოახრჩო. ნემეები ტარდებოდა ოლიმპიადის ყოველ მეორე და მეოთხე წელს. მოასპარეზეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სრბოლაში. გამარჯვებულის ჯილდო იყო ზეთისხილის ან ნიახურის გვირგვინი. ეს თამაშები დაივიწყეს ქრისტიანობის დადგომისთანავე.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები