დანადები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:56, 6 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დანადები – რაიმე ცოდვისა თუ დანაშაულისთვის, რომელიც წარსულში ვინმემ ჩაიდინა, მთელ მის გვარს დაედება დანადები საკლავის ან სხვა რაიმე სამსახურის სახით, რაც გადადის თაობიდან თაობაში და არ უქმდება, ვიდრე გვარი არსებობს და არ გადაშენებულა. სხვანაირად დანადებს ძენგლი (ძეგლი) ეწოდება.