კახეთის რეგიონის მცენარეები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:53, 9 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სარკვევი მიმზადდა პროექტის "ტყის მდგრადი მართვა საქართველოში" ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის – ADC-ის მხარდაჭერით. სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა. რედაქტორი: მაია ახალკაცი, ბოტანიკის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტი.
წინამდებარე საველე სარკვევი მოიცავს კახეთის რეგიონის ფლორის 400 სახეობას და 402 ორიგინალურ ფოტოს. მასალები შეგროვებულია ბაწარა-ბაბანეურის, თუშეთის, ვაშლოვანისა და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე; აგრეთვე კახეთის კავკასიონის, ცივ-გომბორის ქედის, ალაზნის დაბლობისა და გარე კახეთის სემიარიდულ ეკოსისტემაში.