ლორთქიფანიძე ბეჟან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:47, 15 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლორთქიფანიძე ბეჟან - ქუთაისის მოურავი და მოლარეთუხუცესი 1666-1690 წწ.; ბაგრატ IV-ის (1660-1681) თანამებრძოლი. მისი წინამძღოლობით იმერეთის ლაშქარმა 1667 წ. ოსმალთაგან გაათავისუფლა ქუთაისის ციხე. 1681 წ-დან იგი რაჭის ერისთავის დაჯგუფებაშია და ალექსანდრე IV-ის წინააღმდეგ იბრძვის
წყარო
(სოსელია 1973: 141-143).
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017