ჩიხრიხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:51, 11 ნოემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჩიხრიხი - ხის ხელსაწყო, რომელიც ბამბას აცლის კურკებს. საშუალო ზომის ჩიხრიხი ნახევარი მეტრი სიმაღლისაა. ესაა ორი ბოძი, რომელთა ზემო ნაწილში გაყრილია ორი მრგვალი სახელურიანი ჯოხი, ჩიხრიხზე მუშაობს ორი კაცი, რომლებიც აქეთ-იქიდან ატრიალებენ ჯოხებს და მათ შუაში მჭიდროდ მოქცეულ ბამბას. ასეთი ტრიალის შედეგად სცვივა კურკები. გაწმენდილი ბამბა იპენტება ხის ჯოხით.
- ლ.მ.
