წვივსაკრავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:07, 11 ნოემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წვივსაკრავი - პაიჭზე შემოსაკრავი თოკი. უფრო სადა და უბრალო, ვიდრე ჩახსაკრავია, საქართველოს ზოგიერთ კუთხეში მუხლსაკრავსაც უწოდებენ.
ხევსურეთში ძირითადად სამი სახის წვივსაკრავი იყო ცნობილი. ესენია „შილის“ ანუ „შაკერილი საწვივე“, „დაწნული საწვივე“ და „ყდის“ ანუ „ტოლის საწვივე“.
შილის საწვივე ბამბის ქსოვილიდან მზადდებოდა და მას მოკლე ტოტები ჰქონდა.
დაწნული საწვივე ცხრა ან თორმეტი სამღოლი (სამწვერი) ნასთიდან იწვნებოდა თითებზე ბრტყლად. მის ბოლოებს ნაქარგი შილებით ამკობდნენ.
ყდის ანუ ტოლის საწვივე ყდაზე იქსოვებოდა ცერა თითის სიგანისა. მასაც ბოლოებს მოუქარგავდნენ.
წყარო
- ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
- ლ. მოლოდინი, გ. ჩაჩაშვილი, ქართული კოსტიუმის კატალოგი I ხევსურული, თბილისი-1964