ალმიკოხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:27, 21 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალმიკოხი — ადგილი ზემო აჭარაში, სოფელ ვაშლოვანის მახლობლად, სადაც ხალხური რწმენით ეშმაკი _ ლომპაპი ბინადრობდა. იგი დაბმული ყოფილა. ზოგან ასეთ ადგილად შორეულ სამყაროს _ „ყაფდაღს” ასახელებდნენ. ეშმაკის ადგილსამყოფელთა მიდამოებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობაც იცნობს, მაგალითად, მეგრელები მიიჩნევდანენ, რომ ეს იყო „ტაბაკონას მთა”.
ლიტერატურა
ლიტ.: სახოკია, 1950; მგელაძე, 2010/2011:426