კულმუხო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:17, 21 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კულმუხო - (Inula helenicum L.); ოჯახი: რთულყვავილოვნები (Asteraceae). 60-250 სმ მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სწორი, ზედა ნაწილში დატოტვილი. შებუსული. ქვედა ფოთლები დიდი ზომისაა, 40-50 სმ სიგრძისა და 15-25 სმ სიგანის. ფორმით – ელიფსური, ყუნწად შევიწროებული და არ თანაბარხერხკბილა. ზედა ფოთლები კვერცხისებურია, ღერომხვევი. კალათების ღერძები არათანაბარი ზომისაა, საბურვლის გარეთა ფოთლები კვერცხის ფორმისაა, შიგნითა – უფრო ვიწრო და მეწამული არშიით შემოვლებული, ენის მსგავსი ყვავილები ოქროსფერ–ყვითელია. ყვ. ნაყ. VI-IX. მცენარე იზრდება დაბლობიდან თითქმის ტყის ზედა სარტყლამდე, ბუჩქნარებსა და ტყის პირას. მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ თეთრწყლების მიდამოებში.