კულმუხო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კულმუხო

კულმუხო - (Inula helenicum L.); ოჯახი: რთულყვავილოვნები (Asteraceae). 60-250 სმ მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სწორი, ზედა ნაწილში დატოტვილი. შებუსული. ქვედა ფოთლები დიდი ზომისაა, 40-50 სმ სიგრძისა და 15-25 სმ სიგანის. ფორმით – ელიფსური, ყუნწად შევიწროებული და არ თანაბარხერხკბილა. ზედა ფოთლები კვერცხისებურია, ღერომხვევი. კალათების ღერძები არათანაბარი ზომისაა, საბურვლის გარეთა ფოთლები კვერცხის ფორმისაა, შიგნითა – უფრო ვიწრო და მეწამული არშიით შემოვლებული, ენის მსგავსი ყვავილები ოქროსფერ–ყვითელია. ყვ. ნაყ. VI-IX. მცენარე იზრდება დაბლობიდან თითქმის ტყის ზედა სარტყლამდე, ბუჩქნარებსა და ტყის პირას. მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ თეთრწყლების მიდამოებში.


აჭარაში კულმუხო (ანდუზა) თიაქარის სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ფესვებს წყალში დანაყავდნენ, გაწურავდნენ და ავადმყოფს ასმევდნენ, ხოლო გაცხელებულ ფოთლებს, იმავდროულად, წელზე შემოაფენდნენ. ცეცხლზე შემთბარი, ზოგჯერ კი − მოხარშული ფოთლები იარის სამკურნალოდაც გამოიყენებდა.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები