ბახურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:05, 23 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბახურა — აჭარელთა რწმენა-წარმოდგენებით წყლის არსება იყო, რომელიც 1-18 (ძველი სტილით 14-27) ივლისს წყლის სტიქიას განაგებდა, მაგრამ არავინ იცოდა კონკრეტულად თუ რომელ დღეს. ამიტომაც ამ პერიოდში ყველა დღეს წყალში ბანაობა აკრძალული იყო, თორემ მთელი მოსავალი დალპებოდა. ამასთან თვით წყალში მობანავესაც საფრთხე ელოდა. თუ მას ბახურა შეეყრებოდა, ტანზე დააყრიდა – „დაპეპლავდა” და ააჭრელებდა.
ლიტერატურა
ლომთათიძე, ნოღაიდელი, 2014:140.