ბორა (ოქრომჭედლობა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:31, 23 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბორა — ოქრომჭედლობაში ბორა გამოიყენებოდა ვერცხლის ნაჭრების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. პოტაშს და თანუქარს ერთმანეთში აურევდნენ, ზედ მარილს დაურთავდნენ და ცეცხლზე აადუღებდნენ. დუღილის შემდეგ ჯამის ძირში დალექილი მასა არის ბორა. დასაკავშირებელ ნაჭრებს გაახურებდნენ, ერთმანეთზე დაადებდნენ და ზედ ბორას დააფრქვევდნენ, შემდეგ კვლავ გაახურებდნენ და ნაჭრები ერთმანეთს მიედუღებოდა.
წყარო
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი