ბორანო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:41, 23 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბორანო — ყველითა და დამწვარი იაღით, კარაქით დამზადებული ტრადიციული აჭარული კერძი. იგი ცხიმიანობითა და სწრაფი მომზადებით ხასიათდებოდა. აჭარულ მოხდილ – დაპწნილ ყველს დაჭრიდნენ, ზემოდან დამწვარ იაღს დაასხამდნენ და ბორანიც მზად იყო. მას მჭადთან ერთად მიირთმევდნენ. ყველი უმჯობესი იყო ახალი ყოფილიყო. სხვა შემთხვევაში დაჭრილ ყველს ცხელ წყალს დაასხამდნენ, ცოტა ხანს გააჩერებდნენ, ყველი დარბილდებოდა და დამწვარ იაღს შემდგომ დაასხამდნენ. ტერმინოლოგიურად ბორანი, ბორაო ვარიანტებიც გვხვდებოდა.
ლიტერატურა
აბაშიძე, კომახიძე, 1998:104-105; შამილაძე, 1969:142; ნიჟარაძე, 1971:111; სამსონია, 1986:81;ქართული მატერიალური კულტურის... 2011:70; ქართული ეთნოლოგიური... 2009:80.