ბოყვი (სვეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:28, 23 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოყვისაქართველოს ამა თუ იმ კუთხეში ოდა სახლის კედლების შუა ნაწილებსა და კუთხეებში მთავარი საყრდენ-სამაგრი სვეტი, რომელშიც კედლის ფიცრები თავებით იყო ჩასმულ ჩაშენებული. ფიცრის ჩასაშენებლად ბოყვს შესაბამისი პირი ჰქონდა ამოღებული. როცა კედლები აღიმართებოდა, მაშინ ბოყვის თავებს სარტყლები ჩამოეცმებოდა და ოთხივ კუთხივ სახლის კედლები ერთიანად შეიკვრებოდა. აქედანაა წარმომდგარი ტერმინი „ბოყვებიანი სახლი”. გურიასა და სამეგრელოში ბოყვი იყო ხის ჩარჩო, რომლითაც ხის სახლის კედელს ამაგრებდნენ. სწორედ ამგვარად აგებულ სახლს ეძახდნენ „ბოყვიან სახლს”. ბოყვიანი სახლი ფიცრული, ორფერდა სახურავიანი სახლი იყო, რომელსაც საერთო საცხოვრებელი ფართობი, მიწის იატაკი და კერა ჰქონდა.



ლიტერატურა

ჩიტაია, IV, 2001:500; ადამია, 1956:95; აჭარული დიალექტის... 2010:30; ნიჟარაძე, 1971; ქართული მატერიალური კულტურის... 2011.


წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები