კარის დაკეტვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:12, 30 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კარის დაკეტვა – საქორწილო რიტუალი აჭარაში.
დედოფლის სახლში ქორწილის დასრულებისას, როცა სიძის დადე გარეთ გამოვიდოდა, დედოფლის ერთ-ერთი ახლობელი კარებს ჩაკეტავდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მაყრებს დედოფლის გათავისუფლება მოეთხოვათ. სიძის ახლობელს, საპატიო, ხნიერ პიროვნებას კარის ჩამკეტისათვის ასი-სამასი მანეთის ოდენობის საჩუქარი უნდა გაეგზავნა. ამის შემდეგ კარს გააღებდნენ და დედოფალს გაუშვებდნენ.
ლიტერატურა
ნოღაიდელი, 2015