კვერკვეტო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:35, 31 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კვერკვეტო

კვერკვეტო – ხის ჩაქუჩი ხისავე სახელურით. კვერკვეტო სხვადასხვა ფორმისა და ზომის იყო. იგი რკინის სატეხებზე სამუშაოდ გამოიყენებოდა, რამდენადაც ხის ჩაქუჩი რკინას არ აფუჭებდა. მას მაგარი ჯიშის ხისაგან ამზადებდნენ. ყველა ხითხურო ოსტატი კვერკვეტოს თავად აკეთებდა. ამისათვის ხეს ჯერ საჭირო ზომაზე გამოაქოფიტებდნენ, უხეშად დაამუშავებდნენ, ხოლო როცა კარგად გახმებოდა, შემდგომ სასურველ ფორმას აძლევდნენ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები