ნეპტუნუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფაილი:Neptunusi da amfitrite.jpg
ნეპტუნუსი და ამფიტრიტე.
ბ. ჩელინი (1540-43 წ.წ.), ვენა, ხელოვნების ისტორიის მუზეუმი
ბ. ჩელინი (1540-43 წ.წ.), ვენა, ხელოვნების ისტორიის მუზეუმი
ნეპტუნუსი – (რომ.) წყლის სტიქიასთან დაკავშირებული ძველი რომაული ღვთაება. მოგვიანებით იგი პოსეიდონის თანაგვარი გახდა.
უძველეს საუკუნეებში ნეპტუნუსი ცხენთა მოვლის ხელოვნების და ცხენთა შეჯიბრებების მფარველი იყო. მის სახელზე რომში აღმართული იყო ტაძარი,
რომლის მახლობლადაც 23 ივნისს იმართებოდა ზეიმი სახელწოდებით „ნეპტუნალია“.
რომაელებს სჯეროდათ, რომ ნეპტუნალიების აღნიშვნა მათგან გვალვას განარიდებდა. ნეპტუნუსს განსაკუთრებით სცემდნენ თაყვანს მეზღვაურები.