ამბიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:03, 4 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამბიონი - (ბერძ. anabáinein „ასვლა“) სამეუფო კარის პირდაპირ შუა ადგილზე ამაღლებული ადგილი. აქ დგება მღვდელი ზიარებისა და ქადაგების დროს. ამბიონი სიმბოლურად ნიშნავს ლოდს, რომელიც ანგელოზმა ქრისტეს საფლავიდან გადააგორა.
განსხვავებით მქადაგებლის კათედრისაგან, ამბიონი ქვის ან ხის შემაღლებაა, საიდანაც ლიტურგიის დროს ცხადდება ღმრთის სიტყვა, ფსალმუნის რესპონსორიუმი, სააღდგომო სადიდებელი. ამბიონიდან შესაძლება ქადაგებისა და საყოველთაო ლოცვის წარმოთქმა.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი; 2013 წ.
- პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო;