ლიტანია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:12, 4 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლიტანია - სავედრებელი ლოცვა ტაძრის გარშემო. დიალოგის ფორმის ცნობილი ლოცვა, შედგება მღვდელმსახურის მოწოდებებისა და მორწმუნეთა პასუხებისაგან. ცნობილია სხვა რელიგიებშიც. ქრისტიანობაში IV საუკუნიდან დამკვიდრდა. წირვაში ლიტანიაა „კირიე ელეისონ“ („უფალო, შეგვიწყალე“). მნიშვნელობებით მდიდარი და შთამაგონებელია წმიდათა ლიტანიები, რომლებსაც წარმოთქვამენ ან გალობენ ეკლესიათა კურთხევის, სააღდგომო ცისკრისა და სხვა დღესასწაულთა დროს.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო;