მალახტო ლობიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:02, 5 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მალახტო ლობიო − ნიგვზიან მწვანილსა და „კუხში” − მწვანე ყურძნის წვენში შეზავებული ლობიო იყო. იგი სხვადასხავგვარად მზადდებოდა.
პირველი ვარიანტის მიხედვით მოხარშულ მწვანე ლობიოს ხის გობზე გადმოყრიდნენ, შემდეგ კუხის − მკვახე ყურძნის წვენში გახსნილ ნიორნარევ მარილში დანაყილ ქინძსა და პილპილს დაასხამდნენ და ლაფერათი მორეგვავდნენ – ამოლესავდნენ.
მეორე ვარიანტით, მწვანე ლობიოს დატეხილ პარკებს კარგად მოხარშავდნენ, წვენს გადაუწურავდნენ, გობზე გადმოყრიდნენ, თავზე დაახურავდნენ და გარეთ გასაცივებლად გადგამდნენ, შემდეგ მარილნარევ პილპილში დანაყილ ნიგოზს, ქინძსა და ყურძნის კუხს ერბოში მოხრაკულ პრასა-მაკიდოს შეურევ- დნენ, ცოტა წყალს დაასხამდნენ და აადუღებდნენ. მიღებულ მასას გობზე დაყრილ ლობიოს ჩაუმატებდნენ და მოზილავდნენ.
ლიტერატურა
აბაშიძე, კომახიძე, 1998:127.