ნეხვწყალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:03, 7 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნეხვწყალი − ორგანული სასუქის – ნაკელისა და წყლის ნაზავი. გაზაფხულზე მას საყანე მიწის გასანოყიერებლად იყებედნენ. ამ მიზნით ყანას აკვალავდნენ − რუებს გაიყვანდნენ. შემდგომ ახორთუკან სანაკელეზე წყალს მიუშვებდნენ და წყალთან ერთად ნაკელიც ყანაში მიდიოდა. ამ პროცესს რამდენიმე ადამიანი თოხების მეშვეობით ასრულებდა. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა საყანე ადგილი გაშრებოდა, ხვნა იწყებოდა.